ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ
და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებათა
ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ
სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების (დამტკიცებული
თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2014 წლის 9 ოქტომბრის #6 ოქმით) 33-ე მუხლის
მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ფაკულტეტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის
მიმართულების სხდომაზე ( მიმართვა ნომერი 14795/30; 16.06.2025)
მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე
ვბრძანებ:
1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივი
გეოგრაფიის მიმართულებაზე ხელმძღვანელად დაინიშნოს პროფესორი თამარ
დოლბაია;
2. ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე, განთავსება და შესაბამისი
სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემაზე დაევალოს დეკანის სამდივნოს;
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.